so:text
|
საერთოდ, ბოლო წლებში ადამიანმა შეიძინა ბევრი ცოდნა. ხაზს ვუსვამ - ბევრი ცოდნა და არა ღრმა ცოდნა; და მასთან ერთად, შედარებით, ზერელე აზროვნება. იგი ზედაპირულად აფასებს ყველაფერს: მეცნიერებაშიც, კულტურაშიც, ჩვეულებრივ ყოფაშიც; ზრუნავს დღევანდელ დღეზე და მომავალზე თითქოს არ ფიქრობს. მაგალითად, საშუალო სკოლის მოსწავლეს, რომ ჰკითხო რაიმე, ის ჩამოგითვლის მხატვრებსაც, კომპოზიტორებსაც, განსაკუთრებით, თანამედროვე ესტრადის მომღერლებს, - ძალიან გატაცებულია ჩვენი ახალგაზრდობა თანამედროვე მუსიკით. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი პასუხები ზედაპირული იქნება. სიღრმე გვაკლია. ჩვენი წინაპრები სხვანაირები იყვნენ. მათ თუმცა ნაკლები იცოდნენ, მაგრამ ღრმად ჰქონდათ ნაფიქრი და მათი განსჯა სიღრმისეული იყო. და ეს ძალიან ეხმარებოდათ. (et) |