so:text
|
ცოდვა ჩადენილი აქვს ყველას: ქართველებს, ოსებს, აფხაზებს, სხვებს და აი, აქ უფლის წინაშე უნდა მოვინანიოთ ეს ცოდვები და უნდა დაიწყოს შერიგების პროცესი ჩვენს ერებს შორის. ადრე თუ გვიან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იქნება საქართველოს შემადგენლობაში და ჩვენ იქ უნდა შევიდეთ როგორც მოსიყვარულე ძმები. ჩვენ მივმართავთ ყველას: ქართველებს, აფხაზებს, ოსებს და სხვებს, რომ გამოიჩინონ ქრისტიანული სათნოება, მიმტევებლობა. ბედნიერია ის, ვისაც ეს მადლი აქვს, ვინც ცდილობს შეურიგდეს მას, რომლისგანაც მიღებული აქვს წყენა. (et) |